• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობა რუსთავში
  • სათაური:

    ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობა რუსთავში

  • ხანგძლივობა:

    დეკემბერი, 2023 - მარტი, 2024

  • სტატუსი:

    დასრულებული

  • დონორი:

    საფრანგეთის საელჩო საქართველოში

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ერთ-ერთი მიმართულებაა ქვეყანაში  ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესება. ამ მიმართულებით, საელჩოს ქმედებები მოიცავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც მიმართულია ქართულ საზოგადოებაში ფუნდამენტური უფლებების ხელშეწყობაზე, როგორიცაა ჯანმრთელობაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა, შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია და ბავშვთა უფლებების დაცვა.

ამ მიზნით საფრანგეთის საელჩო ყოველწლიურად გასცემს ადამიანის უფლებების პრემიას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებების ხელშესაწყობად და დასაცავად მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერას და წარმოჩენას.

2023 წელს ჯილდოს მფლობელი გახდა „ეკო ცენტრი/გავიგუდეთ“ პროექტით, რომლის მიზანია  ქალაქ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა საკითხის აქტუალობის შენარჩუნების და მოსახლეობის ინფორმირების/ჩართულობის გზით.

ზემოთ აღნიშნული მიზნის მისაღწევად განხორციელდება შემდეგი აქტივობები:

  1. რუსთავის საწარმოო ზონის ტური;
  2. გარემოსდაცვითი ადვოკატირებისა და სამოქალაქო აქტივიზმის ტრენინგი სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის.
  3. დაბინძურებული ჰაერის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის შესახებ საინფორმაციო მასალების მომზადება.
  4. საწარმოებისა და სახელმწიფო უწყებების ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით, საწარმოების ტექნიკური დოკუმენტების საჯარო განხილვაზე დასწრება.