-
სათაური:
რუსთავში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების და გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება
-
ხანგძლივობა:
2022 წლის მარტი - სექტემბერი
-
სტატუსი:
დასრულებული
-
დონორი:
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
პროექტი „რუსთავში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების და გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება“ განხორციელდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით.
პროექტის მიზანი: მოსახლეობის ინფორმირების მეშვეობით ქ. რუსთავში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარების ადვოკატირება
პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
- საწარმოო ზონის მონიტორინგი, თვალით ხილული დარღვევების ფოტო-ვიდეო გადაღება და მონიტორინგის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გაზიარება მოსახლეობისთვის;
- ჰაერის ხარისხსი ამსახველი ინფოგრაფიკების შემუშავება და გამოქვეყნება;
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 2019-2021 წლებში ინსპექტირებული 2 საწარმოს (მნიშვნელოვანი დამაბინძურებელი) ინსპექტირების ოქმების შესწავლა და მოკლე ანგარიშის მომზადება;
- პოსტერების მომზადება შემდეგ თემატიკაზე: ჰაერის დაბინძურების გავლენა ქალების ჯანმრთელობაზე;
- მოქალაქეების, განსაკუთრებით კი მოსწავლეების ჩართულობით, გარემოსდაცვით საკითხებზე ორი კინოჩვენების და განხილვის ორგანიზება;
- გარემოსდაცვით საკითხებზე ქვიზის მომზადება;
- მწვანე თემების ადვოკატირების ორდღიანი ტრენინგი მოსწავლეებისთვის;
- „დარეკე 153-ზე“ აქტივობა (მოსახლების მიერ განხორციელდება ზარები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე);
- „წერილი მინისტრს“ – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახლადარჩეულ მინისტრს 20-მა მოქალაქემ მიწერა წერილი და თხოვა მას წარმოედგინა კონკრეტული გეგმა-გრაფიკი, თუ როდის იქნება რუსთავში არსებული ყველა საწარმო ჰაერდაცვით რეგულაციებთან შესაბამისობაში;
- ტური საწარმოო ზონაში.