21 მარტს ტყის საერთაშორისო დღე აღინიშნება

  • მარტი 21, 2023

აღნიშნული დღე მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ყველა ტიპის ტყის მნიშვნელობის შესახებ. ქვეყნები ვალდებულნი არიან განახორციელონ ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო ძალისხმევა ტყეების დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზებისთვის, როგორიცაა ხეების დარგვის კამპანიები.

გაიგე მეტი

20 მარტი ბეღურის მსოფლიო დღეა

  • მარტი 20, 2023

ეს დღე ემსახურება გადაშენების პირას მყოფი ბეღურების შესახებ მსოფლიო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და პირველად 2010 წელს აღინიშნა.

North American Survey-ს კვლევის მონაცემები მიუთითებს, რომ შინაური ბეღურის (Passer domesticus) პოპულაცია გაქრობის ზღვარზეა, განსაკუთრებით საზღვაო რეგიონებსა და აშშ-ს აღმოსავლეთ და ცენტრალურ შტატებში.

გაიგე მეტი

18 მარტი ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღეა

  • მარტი 16, 2023

ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში 2018 წლიდან აღინიშნება და მიზანად ისახავს მსოფლიო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ნარჩენების გადამუშავების შესახებ და მოგვიწოდებს ნარჩენების მართვის თანამედროვე და მდგრადი მოდელების დანერგვისკენ.

გაიგე მეტი

14 მარტი – მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღე

  • მარტი 13, 2023

ეს დღე ეძღვნება მდინარეების გადარჩენას და მდინარეების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. 14 მარტი მთელი მსოფლიოს გარშემო მცხოვრებ ხალხს აერთიანებს მდინარეების გადასარჩენად და მდინარეების მართვის, დაბინძურებისა და დაცვის შესახებ სასაუბროდ.

გაიგე მეტი

3 მარტი ველური ბუნების მსოფლიო დღეა

  • მარტი 2, 2023

ამ დღეს საფუძვლად უდევს 1973 წლის 3 მარტს, ვაშინგტონში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საერთაშორისო ვაჭრობის დარეგულირებისა და სახეობათა გადაშენების შეუქცევადი პროცესის თავიდან აცილების მიზნით, მიიღეს კონვენცია „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“.

გაიგე მეტი

2 თებერვალს ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე აღინიშნება

  • თებერვალი 1, 2023

ჭარბტენიან ტერიტორიებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანისა და ბუნებისთვის, მათ შორის მათი ეკოლოგიური, კლიმატის, გარემოსდაცვითი, სოციალური, ეკონომიკური, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურული, რეკრეაციული და ესთეტიკური წვლილის გათვალისწინებით. 

გაიგე მეტი

კლიმატის ცვლილება და საქართველოს კონტექსტი

  • ნოემბერი 8, 2022

1960 წლიდან საქართველოში ტემპერატურის სტაბილური ზრდა შეინიშნება და მოსალოდნელია, რომ 21-ე საუკუნის ბოლოსათვის საქართველოში ტემპერატურის ზრდის მაჩვენებელი გლობალურ საშუალო მაჩვენებლს გადააჭარბებს.

გაიგე მეტი