„ეკო ცენტრის“ ორგანიზებით კაჭრეთში ადვოკატირების ტრენინგი ჩატარდა

  • ოქტომბერი 16, 2023

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს გარემოსდაცვითი საკითხებითა და ამ პრობლემების გადაჭრის გზების ტექნიკებით დაინტერესებულმა პირებმა რეგიონული მასშტაბით – რუსთავიდან, გარდაბნიდან, მარნეულსა და ბოლნისიდან. მათ შორის იყვნენ ამ ქალაქებში არსებული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, აქტივიზმში ჩართული ახალგაზრდები, მასწავლებლები.

გაიგე მეტი

„ეკო ცენტრი“ კლიმატის სამოქმედო გეგმის სამუშაო ჯგუფების მეორე შეხვედრას დაესწრო

  • ოქტომბერი 9, 2023

შეხვედრების მიზანია ამ საკითხებით დაინტერესებულ ჯგუფებს მსჯელობისა და მოსაზრებების გაზიარების საშუალება მიეცეთ, რათა შემდგომ მსჯელობის შედეგად ფორმირებული საკითხები აისახოს კლიმატის სამოქმედო გეგმაში.

გაიგე მეტი

„ეკო ცენტრის“ ორგანიზებით კინოჩვენება და დისკუსია გაიმართა

  • სექტემბერი 29, 2023

ფილმი “Taking Root: The Vision of Wangari Maathai” მოგვითხრობს კენიელი გარემოსდამცველი ქალის უანგარი მაატჰაის შესახებ, რომლის მიერ დაწყებული ხის დარგვის აქტივობა გლობალურ გარემოსდაცვით მოძრაობაში გადაიზარდა.

გაიგე მეტი

„ეკო ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა სემინარი – ვიზუალური მასალების შექმნა Canva-ს გამოყენებით

  • სექტემბერი 28, 2023

სემინარი წარმოადგენდა საბაზისო კურსს კანვაში და მონაწილეები გაეცნენ პროგრამის ძირითად ფუნქციებს.

გაიგე მეტი

„ეკო ცენტრი“ კლიმატის სამოქმედო გეგმების განახლების შესახებ ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო

  • აგვისტო 10, 2023

ერთი სამოქმედო გეგმა შეეხებოდა 2030 წლისთვის საბაზისო სცენარით გათვალისწინებულ პროგნოზთან შედარებით ტრანსპორტის სექტორში სათბურის აირების ემისიების 15%-ით შემცირებას.

მეორე შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო განახლებული აქტივობები და ინდიკატორები 2024 – 2025 წლების კლიმატის სამოქმედო გეგმის მრეწველობის სექტორის ნაწილთან დაკავშირებით.

გაიგე მეტი

საინფორმაციო ტური დიღმის ჭალებში

  • ივნისი 28, 2023

ვნახეთ, რა მდგომარეობაშია დიღმის ჭალები; რა შედეგები მოაქვს სისტემურ პრობლემებს და გარემოს დაბინძურებას; სადამდე მივყავართ პრობლემებზე თვალის დახუჭვას; ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ურბანული ბიომრავალფეროვნება; რა შეიძლება იყოს სამოქალაქო აქტივისტის როლი მსგავსი სივრცეების გადარჩენაში

გაიგე მეტი

საინფორმაციო ტური რუსთავის ჭალის ტყეში

  • ივნისი 19, 2023

ტურის ფარგლებში ვისაუბრეთ ჭალის ტყისა და იქ არსებული ეკოსისტემის შენარჩუნების მნიშვნელობაზე; ვიხილეთ, როგორი მრავალფეროვანი და ლამაზია ჩვენი ჭალის ტყის ფლორა და ფაუნა და რამდენიმე ფრინველიც ამოვიცანით.

ვესტუმრეთ ჭალის ტყის სხვადასხვა ლოკაციას და ვნახეთ, რამდენად არის დაზიანებული წლების განმავლობაში დაგროვებული სხვადასხვა სახის ნარჩენით.

გაიგე მეტი

ორდღიანი ტრენინგი „გარემოსდაცვითი ადვოკატირებისა და სამოქალაქო აქტივიზმის“ შესახებ

  • ივნისი 19, 2023

ტრენინგის ფარგლებში, განვმარტეთ და სიღრმისეულად ვისაუბრეთ ადვოკატირების შესახებ. გარემოსდაცვითი ადვოკატირების კამპანია განვიხილეთ სამოქალაქო მოძრაობის „გავიგუდეთ“ მაგალითზე. განვიხილეთ ჰაერის დაბინძურების წყაროები და დეტალურად ვისაუბრეთ ჰაერის დაბინძურების გავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ტრენინგის ინტერაქტიულ-პრაქტიკული ნაწილი მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებს და საინფორმაციო ტურს რუსთავის საწარმოო ზონაში.

გაიგე მეტი

შეხვედრა რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის პროექტის მონაწილეებთან

  • მაისი 30, 2023

პროექტის თემაა ნარჩენების მართვა და გარემოს დაცვა და მიზნად ისახავს, ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, განსაკუთრებული აქცენტი კი ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობაზე, მათ ხელახალ გამოყენებაზე და საზოგადოებაში ამ ჩვევების დანერგვაზე კეთდება.

გაიგე მეტი

სამოქალაქო სექტორის შეხვედრა რუსთავის მერთან

  • აპრილი 28, 2023

შეხვედრის მიზანი იყო ქალაქში არსებული პრობლემების, გამოწვევების, მოსახლეობის ინტერესების და საჭიროებების გაჟღერება; თავის მხრივ, კი, მერმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რა ნაბიჯები იდგმება მუნიციპალიტეტის მხრიდან ამ მიმართულებებით.

გაიგე მეტი

კინოჩვენება და დისკუსია „გიმნაზიის“ და მე-11 სკოლის მოსწავლეებთან

  • აპრილი 22, 2023

შეხვედრის დასაწყისში მოსწავლეებს „გავიგუდეთ“ და „ეკო ცენტრის“ შესახებ ვუამბეთ; გავაცანით რუსთავში არსებული ჰაერის დაბინძურების პრობლემა. შეხვედრის მეორე ნაწილი, კი, კინოჩვენებას დაეთმო. მათთვის ფილმი „ერინ ბროკოვიჩი“ შევარჩიეთ.

გაიგე მეტი

შეხვედრა „დედების სივრცის“ წარმომადგენლებთან

  • აპრილი 22, 2023

მონაწილეებს გავაცანით ჩვენს ქალაქში არსებული გარემოსდაცვითი  გამოწვევები. უმთავრესი აქცენტი, რა თქმა უნდა, ჰაერის დაბინძურების პრობლემასა და „გავიგუდეთ“ საქმიანობის აღწერას დაეთმო. მონაწილეებს „ეკო ცენტრის“ საქმიანობაც გავაცანით და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების შესახებაც მივაწოდეთ ინფორმაცია.

გაიგე მეტი