შეხვედრა „ალტერნატიული განათლების აკადემიის“ პროექტის უცხოელ და ქართველ მონაწილეებთან

  • აპრილი 6, 2023

ჩვენი სტუმრობის ფარგლებში პროექტის მონაწილეებს „გავიგუდეთ“ მაგალითზე გავაცანით სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და აქტივიზმის როლი; მოვუყევით, რას გულისხმობს რუსთავში ჰაერის დაბინძურება,  რა გზა განვლო მოძრაობამ 5 წლის განმავლობაში და როგორ შეძლო ადვოკატირების კამპანიის მეშვეობით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და პრობლემის მიტანა გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე.

გაიგე მეტი

შეხვედრა მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

  • მარტი 21, 2023

შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებს გავუზიარეთ, როგორ, როდის და რა მიზნით ჩამოყალიბდა სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“; ვისაუბრეთ, გარემოსდაცვითი ადვოკატირების მნიშვნელობაზე, იმ გამოწვევებზე, რაც მოძრაობამ არსებობის მანძილზე გამოიარა და მიღწევებზე, რასაც ჩვენი ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში ქალაქის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით მივაღწიეთ.

გაიგე მეტი

მარნეულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საწარმოო ტურზე იმყოფებოდნენ

  • მარტი 20, 2023

მოსწავლეებისთვის ქალაქის საწარმოო ზონის ნახვა საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვინაიდან აქამდე ამ მასშტაბის საწარმოო ზონა ნანახი არ ჰქონდათ და არც ის წარმოედგინათ რუსთავში 50-მდე საწარმო თუ ფუნქციონირებდა.  გარდა ამისა, მათ ჩვენს ოფისში ფოტო-კოლაჟიც დაათვალიერეს საწარმოო ზონიდან არსებული გამონაბოლქვის შესახებ და  ნახეს, რა მდგომარეობაში იყო ქალაქში წლების განმავლობაში.

გაიგე მეტი

მე-18 და მე-7 საჯარო სკოლების მოსწავლეები შპს „პოლივიმში“ ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ

  • თებერვალი 2, 2023

საწარმოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს პლასტმასის გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესი; გარდა ამისა, ტურის მონაწილეთათვის საკმაოდ ეფექტური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა საწარმოში პლასტმასის გადამუშვების შედეგად მიღებული მასალის – ე.წ სინტიპონის ნახვა, რომელიც შემდგომ ბალიშების, ქურთუკების, რბილი სათამაშოების წარმოებაში მათი შიგთავსის შესავსებად გამოიყენება.

გაიგე მეტი

„ეკო ცენტრის“ ორგანიზებით „მწვანე ადვოკატირების“ შესახებ ტრენინგი გაიმართა

  • იანვარი 5, 2023

ტრენინგის ფარგლებში, ახალგაზრდებს გავუზიარეთ გარემოსდაცვითი ადვოკატირების გამოცდილება სამოქალაქო მოძრაობის „გავიგუდეთ“ მაგალითზე. მონაწილეებს სიღრმისეულად გავაცანით რუსთავში არსებული ჰაერის დაბინძურების პრობლემა; ტრენინგი საკმაოდ ინტერაქტიულად წარიმართა, ახლაგაზრდებმა ისაუბრეს იმ გზებზე, რითაც შეგვიძლია, ჰაერის დაბინძურების შემცირებას შევუწყოთ ხელი.

გაიგე მეტი

2022 წლის შეჯამება – საჯარო ანგარიში და ფილმის ჩვენება

  • დეკემბერი 28, 2022

მონაწილეებს პრეზენტაციის სახით ჩვენ მიერ 2022 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი აქტივობებისა და ღონისძიებების შესახებ კიდევ ერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია. ახალგაზრდებს გავაცანით, წლევანდელი წლის მნიშვნელოვანი შედეგები, ის პროგრესი, რასაც ჩვენი აქტივიზმით მივაღწიეთ.

შეხვედრის მეორე ნაწილი კი, სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად საახალწლო ანიმაციური ფილმის ჩვენებას დაეთმო.

გაიგე მეტი

რატომ არ უნდა გამოვიყენოთ პიროტექნიკა?

  • დეკემბერი 21, 2022

პიროტექნიკა ვნებს ადამიანების ჯანმრთელობას, ფეიერვერკების გამოყენების შედეგად ატმოსფეროში მნიშვნელოვნად იზრდება მყარი ნაწილაკების (PM) კონცენტრაცია, რაც იწვევს რესპირატორულ პრობლემებს, ამწვავებს ასთმას და ხელს უწყობს და სხვა არაერთი დაავადების განვითარებას. პიროტექნიკა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ფრინველებსა და ცხოველებს. ცხოველების თუ  ფრინველების ნაწილი ფეიერვერკების შედეგად იღუპება.

გაიგე მეტი

„ეკო ცენტრის“ და ISIE-ს თანამშრომლობით გარემოსდაცვითი ადვოკატირების თემაზე შეხვედრა გაიმართა

  • დეკემბერი 15, 2022

10 დეკემბერს ISIE-ს მიერ ორგანიზებულ პროექტში – „ეკო ცოდნა“ – მომხსენებლები ვიყავით. ლექციის ფარგლებში ახალგაზრდებს გავუზიარეთ გარემოსდაცვითი ადვოკატირების გამოცდილება “გავიგუდეთ”-ის მაგალითზე. დეტალურად ვისაუბრეთ სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობაზე; იმ გამოწვევებსა და მიღწევებზე, რაც მოძრაობამ დაარსების დღიდან გაიარა.

გაიგე მეტი

„ეკო ცენტრი“ დაბალემისიანი განვითარების კონცეფციის საჯარო განხილვას დაესწრო

  • დეკემბერი 13, 2022

საქართველომ დაბალემისიანი განვითარების კონცეფია შეიმუშავა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და პარიზის შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე. პარიზის შეთანხმება მოუწოდებს ქვეყნებს – შეიმუშაონ დაბალემისიიანი განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიები.

გაიგე მეტი

მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეები „პოლივიმში“ ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ

  • დეკემბერი 8, 2022

8 დეკემბერს, „ეკო ცენტრის“ ორგანიზებით და „ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით“ პლასტმასის გადამამუშავებელ საწარმოში – „პოლივიმი“ – საინფორმაციო ტური გაიმართა. ტურს მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. მოსწავლეებისთვის საწარმოში ექსკურსია საინტერესო და ინფორმაციული გამოდგა. ბავშვებმა საწარმოს სკოლაში შეგროვებული 10 კილოგრამამდე პლასტმასის ბოთლებიც გადასცეს.

 

 

გაიგე მეტი

„ეკო ცენტრის“ და “სიქას“ თანამშრომლობით გარემოსდაცვითი ადვოკატირების თემაზე შეხვედრა გაიმართა

  • ნოემბერი 27, 2022

„ეკო ცენტრმა“ „საგანმანათლებლო ინიციატივათა ქართული ასოციაციის“ (სიქა) ძალიან აქტიურ მოხალისეებს უმასპინძლა. ახალგაზრდებმა მოისმინეს ლექცია თემაზე „გარემოსდაცვითი ადვოკატირება“. ლექციაზე  განვიხილეთ რუსთავში არსებული გარემოსდაცვითი პრობლემები, ჰაერის დაბინძურების მიმართულებით არსებული გამოწვევები და მიღწევები, ვისაუბრეთ ნარჩენების გადამუშავების, გარემოსდაცვით ადვოკატირებასა და სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობაზე.

გაიგე მეტი

„ეკო ცენტრი“ ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა

  • ნოემბერი 15, 2022

15 ნოემბერს, ქ. რუსთავის მერიაში ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership) პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას „ეკო ცენტრის“ გარდა, ქალაქში სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა გახსნა ქ.რუსთავის მერმა.

გაიგე მეტი